2020-01-22 11:45:59
ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია, პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ - მაჩალიკაშვილი 

ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია, პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ - ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას,  სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რკინის ჯებირებით შემოღობვის ფაქტს. 

„რუსთაველის გამზირზე გუშინ ჩვენ დავინახეთ, რა მოხდა. წუხელ როგორც კი დამინახეს, რომ ვმოძრაობდი პარლამენტთან, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები, აიღეს და მთელი ჯებირი, გეგონება ჩინური კედელია, აღმართეს და გადააფარეს მწვანე ხალიჩა. ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ აქციები არ გაიმართოს და მშვიდობიანი პროტესტი ადამიანებმა არ გამოხატონ. ამას მთელი მსოფლიო და ევროპა ხედავს. სამწუხაროდ, საქართველოში რაღაც ნაწილი ამას ვერ ხედავს და იმედია, მიხვდებიან. პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ.

ყველანაირ შესაძლებლობას მიზღუდავენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაქციონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პატიოსანი, შეგნებული, ზრდილობიანი ხალხი ცხოვრობს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე