2020-01-22 11:07:25
მოკავშირეების მოთმინების ფიალა ამოწურულია, ამიტომ მოემზადეთ, დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია - გრიგოლ ვაშაძე

მოკავშირეების მოთმინების ფიალა ამოწურულია, ამიტომ მოემზადეთ, დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია -  აცხადებს ,,ნაციონლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ. 

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებისა და ოპონენტების დევნის გამო გააკრიტეკეს. 

“ქართულ ოცნებას ეყო გამბედაობა, ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონდმდებლო ორგანოში ჩასულიყვენ და ევროპარლამენტში დაეწყოთ ლაპარაკი იმ გასაოცარ დემოკრატიაზე, რაც ვითომ საქართველოში ააშენეს. [ევროპარლამენტში] ფრაქცია არ დარჩენილა, რომლის წარმომადგენელი არ გამოსულა და ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის არ გაეხსენებინა “გავრილოვის ღამე”, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება, პროპორციული არჩევნები, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები, მათი პროკურატურაში დაბარება.

მაგალითად მოუყვანეს საომარ რეჟიმში მყოფი უკრაინა, რომელიც რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს უსწრებს. მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთლიანად ოპოზიციის, განსაკუთრებით კი ენმ-ის გაფრთხილება, რომ ხელისუფლება,  გადაკვეთეთ წითელი ხაზი…”,-აცხადებს ვაშაძე. 

 

ამავე თემაზე