2020-01-22 10:40:20
თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი - გრიგოლია

თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი. ამის შემდეგ უფრო ხშირად გადავწყვეტ, რომ ასე თავისუფლად წავიყვანო გადაცემა - ასე პასუხობს, „ტვ პირველის“ გადაცემა რეაქციაში ინგა გრიგოლია, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, სადაც საუბარია წულუკიანის იმ განცხადებაზე, სადაც მინისტრმა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი პენიტენციურ დაწესებულებაში დახეული ჯინსებით მისვლის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის დახეული ჯინსები და ბერეტი კომპრომატია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუ სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდეგნელი პატიმართან ყავას სვამს და შოკოლადს ჭამს- კომპრომატია. ამ დროს, როცა პატიმართან მისული მნახველი იქცევი ისე, როგორც მისი თანამოსაკნე, ჩემი აზრით, ცუდი კი არა, კარგი უნდა იყოს. მე როცა იუსტიციის მინისტრის განცხადებას ვისმენდი დახეულ ჯინსებსა და ბერეტზე, მეგონა, რომ მომეჩვენა.

როდესაც თქვენი წარმომადგენელი მოვიდა შეხვედრაზე ერთ-ერთ პატიმართან. მან ორჯერ აადუღებინა ყავა პატიმარს, შეუჭამა შოკოლადი, მოუწია სიგარეტი და შემდეგ მისი საპირფარეშოთიც ისარგებლა. იყო დახეული ჯინსებით და ბერეტით, ასეთ ადამიანს ოპერაშიც კი არ შეუშვებენ“ - ზუსტად ეს სიტყვები თქვა წულუკიანმა. მე კი თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი. ამის შემდეგ უფრო ხშირად გადავწყვეტ, რომ ასე თავისუფლად წავიყვანო გადაცემა“- თქვა ინგა გრიგოლიამ.

ამავე თემაზე