2020-01-22 10:31:58
ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა - რა დამალა პრემიერის პრესსამსახურმა

ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა - როგორც ირკვევა, დავოსში ჩასულ გიორგი გახარიას შეუსრულებელი დაპირება ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ შეახსენა, თუმცა პრემიერის პრესსამსახურმა განცხადება დამალა.

„ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებასა და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელებას. ჩვენ აღნიშნულ საკითხს საერთაშორისო დონეზე ვაყენებთ, რადგან არ გვსურს, ევროპამ აგრესიის ეს აქტი დაივიწყოს“,- განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

„გიტანას ნაუსედამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე