2020-01-22 10:21:15
აშშ-ს ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას საქართველოში არსებული ვითარების გამო წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კინზინგერი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს. 

"დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საქართველო დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის", - წერს კინზინგერი.


 

ამავე თემაზე