2020-01-22 10:05:16
"2024-ში პროპორციულზე გადასვლაც შესაცვლელია" - კალაძე პროპორციულის წინააღმდეგ

​არსებული სისტემა იდეალურია და 2024 -ში პროპორციულზე გადასვლაც შესაცვლელია - ამის შესახებ,  "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხდა. ის მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია და "შესაძლებლობა რომ იყოს", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსტიტუციით გაწერილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც "შესაცვლელია".

"დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან სისტემა, რომელიც არის შეთავაზებული 100/50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება, ამ ცვლილების განხორციელება, ალბათ, რთული იქნება. რომ იყოს შესაძლებლობა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია", - განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამავე თემაზე