2020-01-21 15:20:31
"იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ მისი უწყება უკანონოდ უთვალთვალებს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს"

და თუ პატიმართან ვიზიტისას ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეგაწუხათ, ქალბატონ თეას რომ არ ეწყინოს, უბრალოდ უნდა ჩაიფსათ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე წერს. 

,,როცა საკანში პატიმარს ხვდები და გთავაზობს ყავას ან ჩაის, დალევა კიდეც რომ არ გინდოდეს, უარი შესაძლოა მისი მხრიდან აღქმული იქნას როგორც "დაწუნება" და ერთგვარი ზღუდე გახდეს "გახსნილი საუბრისთვის".

და თუ პატიმართან ვიზიტისას ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეგაწუხათ, ქალბატონ თეას რომ არ ეწყინოს, უბრალოდ უნდა ჩაიფსათ.

სერიოზულად კი, იუსტიციის მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ მისი უწყება უკანონოდ უთვალთვალებს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, მან ეს იცის და ფაქტობრივად ახალისებს კიდეც. სახლახო დმაცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19.3 მუხლის თანახმად:
"საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ... პირებთან და მსჯავრდებულებთან ... კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია", - წერს მშვენიერაძე.  

ამავე თემაზე