2020-01-17 18:46:14
პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა ნიკოლოზ ანთიძესთან განიხილა

ჩიჩილაკისა და „კალანდობის“ შესახებ საკუთარი ინიციატივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე. ინფორმაციას ზურაბიშვილი საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით, ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესის, როგორც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში წარსადგენად საკმაოდ საინტერესო და კარგ ელემენტს.

დეტალებში გავიარეთ საკითხი, თუ როგორ უნდა მომზადდეს და დავიწყეთ ამ საჯარო განცხადების შემდეგ ამაზე ზრუნვა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად“, - განაცხადა ანთაძემ. 

ცნობისთვის, ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკი და „კალანდობა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.   

 

ამავე თემაზე