2020-01-17 18:23:44
სასამართლომ განუხილველი დატოვა მთლიანად სარჩელი იმ მოტივით, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს ვერ ჩაბარდა სარჩელი - კოჟორიძე

„სასამართლომ განუხილველი დატოვა მთლიანად სარჩელი იმ მოტივით, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს ვერ ჩაბარდა სარჩელი,“ - ამის შესახებ განცხადებას „ლელოს“ წევრი, იურისტი კახა კოჟორიძე აკეთებს. მისი განცხადებით, სასამართლომ სარჩელი, როგორც ქიბარ ხალვაშს ასევე პაატა კარსანიძესაც გაუგზავნა, მაგრამ კარსანიძემ სარჩელი არ ჩაიბარა, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზია.

„დაახლოებით ორი დღის წინ ჩვენ მივიღეთ აღნიშნული განჩინება. ჩვენ სარჩელში იყო ორი მოპასუხე. ერთი - ქიბარ ხალვაში, რომელიც არის ძირითადი მოპასუხე და მერე მოპასუხე იყო პაატა კარსანიძე. ქიბარ ხალვაშს ჩაბარდა სარჩელი და წარმოადგინა მან შესაგებელი, პაატა კარსანიძემ არ ჩაიბარა თუ ვერ ჩაბარდა სარჩელი და შესაბამისად მას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლომ განუხილველი დატოვა მთლიანად სარჩელი იმ მოტივით, რომ ერთ-ერთ მოპასუხეს ვერ ჩაბარდა სარჩელი. პაატა კარსანიძე ამ საქმეში იყო ნომინალური ფიგურა, ეს  ჩვენ სარჩელში ხაზგასმული გვაქვს. მთავარი მოთხოვნა ვის მიმართაც არის ეს არის ქიბარ ხალვაში, რომელსაც აქვს დღეს ის საკუთრება რის დაბრუნებასაც ჩვენ ვითხოვთ და ნომინალურ თანამოპასუხეს რომ ვერ ჩაბარდა სარჩელი და სასამართლოსთვის ეს ცნობილი იყო, თვითონ სასამართლომ რამდენჯერმე გაუგზავნა გარკვეული შეტყობინება კარსანიძეს და სასამართლომ იცოდა, რომ ვერ ბარდებოდა,“ - აცხადებს კოჟორიძე.  

ამავე თემაზე