2020-01-15 12:22:18
ქუთაისი უნდა გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი, ამისთვის საჭიროა მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიცაა კომპანიები „ალიბაბა“, „ამაზონი“, „ფედექსი“ - ხაზარაძე

ქუთაისი უნდა გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი, ამისთვის საჭიროა მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიცაა კომპანიები „ალიბაბა“, „ამაზონი“, „ფედექსი“ - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძმ გააკეთა.

„ვფიქრობთ, რომ აქ რომელიმე მათგანი შეიძლება იყოს განთავსებული. მაგალითად, „ნაზდაქი“ ან „ლონდონის ბირჟა“ ან სხვა რომელიმე ბირჟა. ქუთაისი უნდა გავხადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლებით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსი მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარის ოდენობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაახლოებით 10 - 20 პროცენტამდე მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონის, არამარტო კავკასიის, ცენტრალური აზია, თურქეთის, ბულგარეთის კომპანიების აქციების კვოტირება მოხდება. არ ვსაუბრობ იმ სიკეთზე, რომელსაც ეს მოუტანს იმერეთს, ქუთაისს და იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც შეიქმნება. ამისთვის საჭიროა მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიცაა კომპანიები „ალიბაბა“, „ამაზონი“, „ფედექსი“ და ა.შ მათთანაც გვაქვს კონტაქტები დამყარებული. ქუთაისის აეროპორტიდან შეგვიძლია სამი საათის რადიუსის ფრენაში გადავწვდეთ ნახევარ მილიარდი ადამიანის ბაზარს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე ის ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალა, რომელიც ამ დრომდე ან არ განხორციელებულა, ან ნაწილობრივ განხორციელდა და შეჩერებულია.

„ორი ძალა და ამ ორი ძალის ხელმძღვანელებელი, ქვეყნიდან წასული მიხეილ სააკაშვილი და ერთპიროვნული მმართველი, მათ ამბიციასა და დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი, ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი და ყველაფერი, რომელიც ან გაკეთდება, ან გაჩერებულია, ან კეთდებოდა მათზეა დამოკიდებული. მიტოვებული პარლამენტის შენობა, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა და დღეს იქ ბაყაყების საბუდარად იქცა; პრეზიდენტის სასახლე 500 მილიონ ლარამდე დაჯდა, გააჩერებულია და მის შენახვაზე ვიხდით თანხებს, თუმცა, პრაქტიკულად პარტახდება; შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც დასკვნა და უნდა გაკეთდეს თუ არა, 8 წელი გავიდა და ვერ მივიღეთ პასუხი; რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ და 100 მილიონ ლარამდე ოდენობის დაწყებული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურული პროექტები,“ - განაცხადა ხაზარაძემ.



 

ამავე თემაზე