2020-01-15 11:37:34
ოლიმპზე ავიდა, გაუჩინეს განცდა, რომ ის არის ღმერთი, ყოვლისშემძლე. ტელევიზორს კი რთავს, მაგრამ იმედს რთავს - ხუხაშვილი

ოლიმპზე ავიდა, გაუჩინეს განცდა, რომ ის არის ღმერთი, ყოვლისშემძლე. ტელევიზორს კი რთავს, მაგრამ იმედს რთავს - ექსპერტი გია ხუხაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს პოლიტიკაში პრემიერ–მინისტრის რანგში დაბრუნდეს და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ექსპერტის თქმით, ეს ივანიშვილის გადარჩენის ბოლო შანსია, წამზომი ჩართულია და ივანიშვილზეა დამოკიდებული რა ფორმით მოუწევს მას ხელისუფლებიდან წასვლა.

„ის სტერილურ ოთახში ცხოვრობს. პოლიტიკურ ბუნკერში ზის, თავზე ახვევია ხუთი –ექვსი კაცი. ოლიმპზე ავიდა, გაუჩინეს განცდა, რომ ის არის ღმერთი, ყოვლისშემძლე. ტელევიზორს კი რთავს, მაგრამ იმედს რთავს. იმედიც იმ ხუთ–ექვსი კაცის მონაწილეა. ხუთი ცოცხალი კაცია და ერთი იმედია. ეს არის ბუნკერი, რომლის კედლები გაპოხილია ვაზელინით, რომლებიც უქმნიან იმ რეალობას, როგორი ცხოვრებაც მას უნდა. ძნელია ასეთი ადამიანი მიწაზე დააბრუნო. რასაც მე ვთავაზობ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ვიღაცას შეიძლება ლიტონი სიტყვები ეგონოს, მაგრამ მე მასზე ვლაპარაკობ როგორც მისი გულშემატკივარი, შეიძლება ერთადერთიც. ისინი, ვინც მის ირგვლივ არიან, მისი გულშემატკივრები კი არ არიან. ისინი თავის პატარა ჭიებს იხარებენ,  მის ამ ფობიას, პარანოიებს კიდევ უფრო ამძიმებენ. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ მინისტრად. ჩრდილოვან ავტორიტარიზმს ორი მინუსი აქვს – ერთი ის, რომ ანაქრონიზმია და თავისთავად ცუდია. გარდა ამისა სისტემა არაეფექტურია. ავტორიტარიზმითაც კი ვერ ამუშავებ სისტემას, სტაგნაციაშია. გადაწყვეტილების მიღების ცენტრი რომ სხვაგან არის და ინსტიტუციური ცენტრი სხვაგან, ვერ იმართება ქვეყანა, ეფექტურობას კარგავს, მთლიანად ჭაობში იძირება.შესაბამისად გრძელვადიანს ვერაფერს ვერ შევთავაზებ.

მისი წამზომი არის ჩართული. არ ვამბობ, რომ ორ თვეში, სამ თვეში. რა მნიშვნელობა აქვს როდის დაამთავრებს, შეიძლება ორი–სამი წელი გაძლოს. მაგრამ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მძიმე სცენარით დაამთავრებს. მე ამის მეშინია. ბიძინა ივანიშვილსაც რომ თავი გავანებოთ ქვეყანა ამ პერიოდში ზიანდება. მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ერთი წლის წინ, მეტი შანსი იქნებოდა რომ რაღაც უკეთესობისკენ წასულიყო და კიდევ გაემაგრებინა თავისი პოზიციები. დღეს ამის ნაკლები შანსი აქვს. ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს გარდამავალ პრემიერმინისტრად ორი ძირითადი ფუნქციით– უნდა ჩაატაროს ღირსეული არჩევნები. დარჩება ხელისუფლებაში? დარჩეს ხელისუფლებაში. მოუწევს წასვლა? დატოვოს ხელისუფლება ღირსეულად და შესაბამისად მოექცევა ეს ხალხი, დაივიწყებს თუ ვინმეს რამე წყენა ქონდა და შევარდნაძის რეჟიმში მაინც შეძლებს ცხოვრებას ქვეყანაში.“–განაცხადა ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ამავე თემაზე