2020-01-14 19:22:50
ლამისაა, რუსეთის არმია მცხეთას მოადგეს, ოცნების პარლამენტარი კი ამბობს, „თუ ეს თემა დადგაო - გრიგოლ გეგელია

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის გრანდიოზულ, მასშტაბურ პროექტებს, რაც ათობით ათას ადამიანს დაასაქმებდა, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად აქცევდა და საერთაშორისო მნიშვნელობას მიანიჭებდა. ამის ნაცვლად, ეს ხელისუფლება იღებს ვალს ქართველი ხალხის სახელით, რათა აზრს მოკლებული, სახიფათო პროექტები დააფინანსოს. - ამის შესახებ განცხადება,  პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

"ის, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფება რუსული საოკუპაციო ტანკები, სავსებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ რუსეთს, სხვადასხვა დამატებითი წყაროდან დაესხას თავს საქართველოს. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ სახეს.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის გრანდიოზულ, მასშტაბურ პროექტებს, რაც ათობით ათას ადამიანს დაასაქმებდა, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად აქცევდა და საერთაშორისო მნიშვნელობას მიანიჭებდა. ამის ნაცვლად, ეს ხელისუფლება იღებს ვალს ქართველი ხალხის სახელით, რათა აზრს მოკლებული, სახიფათო პროექტები დააფინანსოს. დღეს ვოლსკიმ ისიც კი თქვა, „თუ საქართველოს ოკუპაციის თემა დადგაო“. ლამისაა, რუსეთის არმია მცხეთას მოადგეს, ოცნების პარლამენტარი კი ამბობს, „თუ ეს თემა დადგაო“.  

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმარება ხდებოდეს როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ასევე უსაფრთხოებაზე ზემოქმედების გათვალისწინებით. ამ პროექტზე კი არც კი ვიცით, ჩატარდა თუ არა უსაფრთხოების ანალიზი" - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.

ამავე თემაზე