2020-01-14 17:52:25
ვფიქრობ ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება - ჭიჭინაძე

ვფიქრობ ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მან ასევე აღნიშნა, რომ  საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს

"ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია. გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია - ხალხის მხარდაჭერა.

თუმცა ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს - კულუარულად მრთვა- ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრი პირველი პირი ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ, არჩევნებს პარტია იგებს და ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს ინტენსიურად და ვიზეც ფიქრობენ, რომ „ ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან.

გახარიას გადაყენების შემთხვევაში კი, ვფიქრობ პრემიერად  უფრო ნეიტრალური ფიგურას დანიშნავს, საარჩევნო  სიასთან, გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს. ასე რომ, საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება,  იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე „ბრძოლა“ იქნება გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული." - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.

 

 

 

 

ამავე თემაზე