2020-01-14 17:29:28
თუ ჩადიხარ დანაშაულს, პასუხისგება მოგიწევს! - ჭიჭინაძე

თუ ჩადიხარ დანაშაულს, პასუხისგება მოგიწევს! - ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, დამარცხების შემთხვევაში, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხიმგებლობის წინაშე დადგება.

"ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელისთვის დაწესებული სანქცია კი, გაფრთხილებაა სხვა ყველა იმ  პოლიტიკოსისთვის, ვისი მოღვაწეობაც დანაშაულის შემცველია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე აფრიკული ქვეყნის პირველ პირი იქნება ეს, თუ ევროპული ქვეყნის. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ხელისუფლებაში, პირველი პირი იქნება თუ მინისტრი, უნდა იცოდეს კარგად, რომ ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ცივილიზებული სამყარო დაუწესებს სანქციებს და ეს არა ერთხელ გვინახავს.

რაც შეეხება კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“, ის რაც დღეს იქ ხდება - კულუარული მართვა, კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება... - ეს აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის. დამარცხების შემთხვევაში კი, ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს სათავეშია, ალბათ პასუხიმგებლობის წინაშე დადგება.'- განაცხადა დამოუკოდებელმა დეპუტატმა.

ამავე თემაზე