2020-01-14 16:54:13
რატომ ვწვალობთ ამდენს, ხომ გვყავს უკვე გენერალური პროკურორი, რომელიც შეთავსებით ასევე არის სუს-ის უფროსი, ხან - ჯანდაცვის მინისტრი, ხან - მოსამართლე, ხან - თვით ერის მამა - ნაცვლიშვილი 

რატომ ვწვალობთ ამდენს, ხომ გვყავს უკვე გენერალური პროკურორი, რომელიც შეთავსებით ასევე არის სუს-ის უფროსი, ხან - ჯანდაცვის მინისტრი, ხან - მოსამართლე, ხან- ფილანტროპი, ხან - თვით ერის მამა, და ა.შ. - ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევ კონსულტაციებს.

,,მოლოდინი იმისა, რომ მინიმალური დამოუკიდებლობის და პროფესიული თავმოყვარეობის მქონე ადამიანს შეარჩევენ ამ პოსტზე, არის ნულის ტოლი. რატომ? აი, ამიტომ: დღეს, პროკურატურის "ბალანსზე" არის 20-21 ივნისის საქმე; აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, რომელსაც პროფესიული თავმოყვარეობის ნატამალი მაინც ექნება, მან არც მეტი, არც ნაკლები - მოქმედ პრემიერს უნდა წაუყენოს ბრალი და არამხოლოდ მას! აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, მან თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება ია კერზაიას საქმეზე, დათუნა სარალიძის საქმეზე სრული სურათი უნდა ამხილოს, მურად წურწუმიას საქმეს - გაცილებით მძიმე კვალიფიკაცია მისცეს, ლუკა სირაძის საქმეზე (რომელსაც მართალია სხვა უწყება იძიებს) სისტემური დანაშაულის ბრალდებას უნდა დაუჭიროს მხარი სასამართლოში, სალომე ადეიშვილის განცხადებაზე გამოძიება ჩაატაროს (ყველას დაგვავიწყდა ეს საქმე!), სისტემაში ჩაბუდებული უცოდინარი, უპრინციპო ადამიანები გაუშვას და წესიერი ხალხი მოიყვანოს, გააცოცხლოს თაროზე შემოდებული ათობით უსამართლობით დაზარალებული მოქალაქის საქმე, და ა.შ. და ა.შ.

აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, მან უარი უნდა თქვას არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების მხარდაჭერაზე სასამართლოში, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების, კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების/ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარეობს (იხ. მაგ. ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმე, რომელზეც პროკურატურის მოწმეებიც კი უარყოფენ ფულის გათეთრების ბრალდებას). ამიტომ, ეს თავი წინასწარ დაწერილია, წინასწარ ვიცით, რა მოხდება.

სანამ ეს სისტემა აგურ-აგურ არ დაიშლება, მათ შორის, შენობის დემონტაჟის დონეზე (უსამართლობის მუზეუმად გამოდგება!), ვიცხოვრებთ უსამართლო ქვეყანაში, სადაც არაფერი გვიცავს უსამართლობის მანქანაში საკატლეტე ხორცად აღმოჩენისგან! ასეთ ქვეყანაში დიდხანს ვცხოვრობდით (სულ, რაც თავი მახსოვს), ცვლილებების დროა!’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე