2020-01-14 16:21:29
როდესაც სრული კონსენსუსია, რომ ადამიანმა უმძიმესი საფრთხის ქვეშ დააყენა იქ მყოფი ადამიანები, ეს გზავნილი კიდევ ერთი უტიფრობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან - ბოკერია „ბასიანთან“ მომხდარზე

როდესაც სრული კონსენსუსია, რომ ადამიანმა უმძიმესი საფრთხის ქვეშ დააყენა იქ მყოფი ადამიანები, ეს გზავნილი კიდევ ერთი უტიფრობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლაპარაკია, რა გზავნილი აქვს ხელისუფლებას ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ადამიანმა საფრთხეში ჩააგდო იქ მყოფი უამრავი პირის სიცოცხლე. როგორც ჩვენ ვიცით, მოწმეების ჩვენებიდან მოტივიც ჩანდა ხომ? - უნდა დაგხოცოთ ყველა. ასეთ ვითარებაში ამ ტიპის დამოკიდებულება, რომ საწყის წერტილად იღებენ ლამის ხულიგნობის მუხლს, უგულავას რომ ბრალი წაუყენეს, ისეთ ბრალს, ეს არის ნაწილი იმ სულისკვეთების, იმ კლიმატის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა არჩევნებზე ამ სამყაროს წარმომადგენლებთან ისინი არიან შეკრულნი და ეს, რა თქმა უნდა, დიდი ფაქტორია მათ მოტივაციაში, როგორც ჩანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როდესაც სრული კონსენსუსია, რომ ადამიანმა უმძიმესი საფრთხის ქვეშ დააყენა იქ მყოფი ადამიანები, ეს გზავნილი კიდევ ერთი უტიფრობაა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. თუ არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ზოგადად, კრიმინალთან მიმართებით ამათი გზავნილია, რომ აქ უნდა იყვნენ „ლმობიერები“, რადგან ამ სამყაროსთან, ამ ტიპის ცხოვრების წესთან ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. ყველა არჩევნებზე ამ ტიპის ადამიანები არიან მათ გვერდით“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე