2020-01-14 15:41:01
გურჯაანში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მანქანა ამოტრიალდა და განათების ბოძს დაეჯახა.

დაშავებულუები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე