2020-01-14 15:37:24
ძალიან გულუბრყვილოა თქმა, რომ სამხედრო შეტევისთვის რუსეთს გზა არ სჭირდება და ჰაერიდან პარაშუტებით ჩამოფრინდებიან - გოცირიძე

ძალიან გულუბრყვილოა თქმა, რომ სამხედრო შეტევისთვის რუსეთს გზა არ სჭირდება და ჰაერიდან პარაშუტებით ჩამოფრინდებიან – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუდაურთან გზა არის 23 კმ. სიგრძის, აქედან მისი არის გვირაბები და ეს 515 მილიონი დოლარი ჯდება, ეს ზუსტად იმდენი თანხაა, რაც ანაკლიის პროექტის პირველ სტადიას სჭირდება.

„ეს პროექტი არის ძალიან ხარჯიანი და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან რისკიანი. ვიდრე რუსეთი მტრული სახელმწიფოა, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ გახდება, ყველა რისკს დათვლა უნდა, როგორც ფინანსურს, ასევე სამხედროსა და პოლიტიკურს. ძალიან გულუბრყვილოა თქმა, რომ სამხედრო შეტევისთვის რუსეთს გზა არ სჭირდება და ჰაერიდან პარაშუტებით ჩამოფრინდებიან. აგვისტოს ომის დროს რა როლი ითამაშა იმ გზამ, საიდანაც ტანკები შემოვიდნენ, ძალიან კარგად ვნახეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე