2020-01-14 14:40:51
ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე სრული კონსესუსია - უგულავა

ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე სრული კონსესუსია - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას გააკეთა. 

“ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო აქცია პოლიტიკური დევნის ინსტიტუტად. ზუსტად აქეთ არის მიმართული. ჩვენ ვხედავთ უამრავ სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ ვითომ სამართლებრივ გაპრავებას ემსახურება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური მიზნებისთვის. შენი პირადი კორუფციული მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენება. წერტილი. ეს არის ის, რაც მივიღეთ. ამის შედეგი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სხვათა შორის, როდესაც პროპორციულზე ვესაუბრებით, იქ გასაგებია რომ ყველა გამწარებულია, ყველა გადაგდებულად თვლის თავს, მაგრამ ნუ, გასაგებია. მატყუარა ხელისუფალი გყავთ. შეიძლება გითხრათ მატყუარაა ეგ ადამიანი, რამენაირად მოიშორეთ. ბიძინა ივანიშვილი რომ მატყუარაა, ამაზე არის სრული კონსესუსი.”,-ამბობს გიგი უგულავა.

ამავე თემაზე