2020-01-14 12:08:39
შეკავების მნიშვნელობა მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება - მაიკ პომპეო

შეკავების მნიშვნელობა მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავებას ისახავს მიზნად.

"პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ, ვინც ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ვართ, ვცდილობთ ხელახლა ჩამოვაყალიბოთ შეკავების პოლიტიკა, ნამდვილი შეკავების, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. შენს მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ შენ არა მხოლოდ ფასების დაწესება შეგიძლია, ამისათვის მზად ხარ. ამერიკას ახლა ყველაზე ძლიერი პოზიცია აქვს ირანთან მიმართებით, ვიდრე ოდესმე." - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი ერთადერთი არაა, ვისი შეკავებაც აუცილებელია თავისუფლების დასაცავად.

"შეკავების მნიშვნელობა მხოლოდ ირანზე არ ვრცელდება. ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევაკავოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები, რათა დავიცვათ თავისუფლება. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის მუშაობის მთელი არსი, რომ ჩვენი სამხედრო ძალების იმაზე ძლიერი გახადოს, ვიდრე ოდესმე ყოფილან."- აღნიშნა პომპეომ.

ამავე თემაზე