2020-01-14 11:27:49
გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს - ხაზარაძე

გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა .

„გვინდა საარბიტრაჟო დავა ავიცილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად. არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე