2020-01-10 17:18:32
გამოგვაცხადეს ე.წ. ფულის გამთეთრებლებად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულიყო - ხაზარაძე 

გამოგვაცხადეს ე.წ. ფულის გამთეთრებლებად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულიყო - ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რითაც ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

“ჩვენ არ ვზოგავთ ძალას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომ მოხდეს და დადგეს ერთი შედეგი, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს. პროექტის გაჩერება რანაირი მიზეზითაც არ უნდა მოხდეს, გამოიწვევს ამ პროექტის გადადებას დროში. არსებობს რეალური ინვესტორი, რომელთანაც ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეთანხმება მიღწეული და თქვენ გახსოვთ და ახლაც ამ პოზიციაზე ვართ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, პრაქტიკულად, გამოგვაცხადეს ე.წ. ფულის გამთეთრებლებად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულიყო,“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამავე თემაზე