2020-01-09 13:01:45
პრემიერის გათიშული მიკროფონი და არცერთი სიტყვა ანაკლიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებზე ისაუბრა. გახარიას განმარტებით მთავრობას აღნიშნული პრობლემა უნდა მოეგვარებინა.

“მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში და აქ ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო”, – განმარტა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აპირებდა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის შემდეგ მან კომენტარი არ გააკეთა.

ამავე თემაზე