2020-01-09 12:41:34
მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს, ეს არის საქართველოს და  რუსეთის მთავრობა - გიორგი კანდელაკი

მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს, ეს არის საქართველოს და  რუსეთის მთავრობა - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება საქართველოს და რუსეთის მთავრობების ინტერესებშია.

"მსოფლიოში არის ორად ორი მთავრობა, რომელიც ემტერება ანაკლიის პროექტს. ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ერთს საუბრობდა, მაგრამ, რეალურად, ძირს უთხრიდა პროექტს და მეორე -  ეს არის რუსეთის მთავრობა. ყოველგვარი ინტერპრეტაციის და ანალიზის გარეშე, ეს არის ფაქტი. ეს ორი მთავრობა ემტერება მხოლოდ და მხოლოდ ამ პროექტს. ეს ყველაფერი შეიცვლება ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსვლის შემდეგ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი. 

ამავე თემაზე