2020-01-09 12:20:59
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს,რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის საკითხზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, კონსორციუმს მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა და ვალდებულებების შესრულების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებიოთ უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული.

რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინო სახლმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახლემწიფოსთვის მთელი ეს პრცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხეშეკრულების მოთხოვნებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეფასებით, იურისტების შეფასებით დავის საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ ვითარება ძალიან ნათელია. როგორც უკვე მოგახსენეთ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ხდება მთავრობის მიერ უპრეცენდენტო მხარდაჭერა, მუდმივი გადავადება, ხელშეკრულების შეცვლა, იმ საჯარიმო სანქციების პატიება, საბანკო გარანტიებისგან გათავისუფლება. როგორც გახსოვთ, ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენსაინვესტიციო ხელშეკრულებით და კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთანაც დადებულ პირობებშიც კი გამოვთქვით მზაობა პირობების შეცვლის, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი და კონსორციუმმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, დავას არ აქვს არანაირი საფუძველი. მიუხედავად ამისა, ეს კონსორციუმის უფლებაა, მათი ნებაა და რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ვიქნებით ამ დავაში ჩართული, როგორც მხარე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე