2020-01-08 18:32:46
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საკითხს ხვალ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე ხვალ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ავრცელებს.

„ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა და მთავრობის სხდომის ფარგლებში ამ საკითხის განხილვას ვგეგმავთ. ხვალ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

ამავე თემაზე