2020-01-08 14:58:52
ისრაელი დონალდ ტრამპის გვერდით დგას - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდით დგას, რომელიც „მამაცურად“ მოიქცა. 
,,ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ბოლო წლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ისინი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგანან. მინდა მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

ამავე თემაზე