2020-01-06 19:56:39
ფინანსთა სამინისტრომ 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

6 იანვრის სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე ფინანსთა სამინისტრომ ჯამში 140 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა. ფასიანი ქაღალდები ორ წანილად გაიყიდა - 2 წლიანი და 182 დღიანი ვადიანობით, თითოეულის შემთხვევაში მათი ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენდა. 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნა 187 265 000 ლარს შეადგენდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.38%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.318%-ით.

182 დღიანი ვადიანობის ქაღალდებზე მოთხოვნამ 115 მილიონი ლარი შეადგინა და აუქციონში 3 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.15%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.35%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198%-ით

 

 

 

ტაბულა

ამავე თემაზე