2020-01-06 13:12:44
ის არაა პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ისაა ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთერთი რგოლი - უგულავა

ის არაა პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ისაა ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთერთი რგოლი - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას. 

"ვფიქრობ, რომ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა ფუჭი იყო. ზურაბიშვილი შეიწყალებს პოლიციელების მკვლელებს, ბარიგებს და ყველა უბედურს, მაგრამ, იქ სადაც საზოგადოებრივი მოლოდინია, ის ამას არ იზამდა, იმიტომ, რომ ის არაა პრეზიდენტი, რომელიც იწყალებს, ისაა ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთერთი რგოლი. სამარცხვინოა მისი გადაწყვეტილება. სამარცხვინოა მთლიანად, რაც ხდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. პილატეს პოზიციაა საპატრიარქოს პოზიციაც, იმიტომ, რომ როცა საპატრიარქოს რაღაც უნდა, ჩვენ გვინახავს მათი დაჯინებული თხოვნა. ის პოზიცია, რაც საპატრიარქომ დაიჭირა, უბრალოდ ხელები დაიბანა, როგორც პილატემ და გადააბარა სამოქალაქო ხელისუფლებას, ჩაუგდო ჯალათებს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებდა. ამით კიდევ ერთხელ გაფორმდა ის მეგა ტყუილი მეორე ტურის, რომ თითქოს ჩვენ პრეზიდენტი ავირჩიეთ. ესაა ივანიშვილის მარიონეტი." - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე