2019-12-27 10:24:25
თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს.

სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს.

წლევანდელი ბიუჯეტი 2020 წლისთვის მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა. სოციალური საჭიროებისთვის 317 მილიონია გათვალისწინებული, ხოლო 430 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

ამავე თემაზე