2019-12-17 17:47:23
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9044 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8787 ლარი იყო. 

18 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9044 ლარი ეღირება, ევრო – 3.2396 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8341 ლარი.

17 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8787 ლარი ღირდა, ევრო – 3.2066 ლარი, ფუნტი – 3.8459 ლარი.

​დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 დეკემბერს შევა ძალაში.

ამავე თემაზე