2019-12-17 14:29:53
საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

17დეკემბერი, 2019- საქართველოსბანკმა107 მილიონიდოლარისმოცულობის 10 წლიან სუბორდინირებულ სინდიცირებულ სესხისხელშეკრულებასმოაწერახელი.შეთანხმების სინდიცირების აგენტიაFMO - Dutch entrepreneurial development bank.თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიანDEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam,Swedish Development Finance Institution -Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.

რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის  (თანხის განაღდებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტრუმენტის კლასიფიკაციის დადასტურების შემდგომ) ბაზელ  III–ის რეგულაციის ფარგლებშიდა ბანკის კაპიტალის პოზიციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„მოხარული ვარ, რომFMO-სთანჩვენი გრძელვადიანი დაწარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანიგარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხიბაზელ III-ის რეგულაციების ფარგლებში კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს,მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც  ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა დაკაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნისწამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 

ამავე თემაზე