2019-12-16 17:48:52
ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი კვლავ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8787 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8787 ლარი ეღირება, ევრო – 3.2066 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8459 ლარი.

16 დეკემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8647 ლარი ღირდა, ევრო – 3.2024 ლარი, ფუნტი – 3.8341 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, ხვალ შევა ძალაში.

ამავე თემაზე