2019-12-16 12:51:45
ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ?! სად აქვს ხალხს დეპოზიტებზე დასადები ფული?! - ჭიჭინაძე

აბრახუნა ტერმინოლოგია და მოგვიყვა ზღაპრები, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ?! სად აქვს ხალხს დეპოზიტებზე დასადები ფული?! - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ეროვნული ბაკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როგორც ბანკირებს სჩვევიათ, აბრახუნა ტერმინოლოგია, მოგვიყვა ზღაპრები, როგორი კარგი ყოფილა საპროცენტო განაკვეთის აწევა და ერთი დეპუტატიც კი არ აღმოჩნდა დარბაზში, რომელიც კითხვას დაუსვამდა, რატომ გვაქვს ასეთი დიდი ინფლაცია? ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ?! სად აქვს ხალხს დეპოზიტებზე დასადები ფული?!" - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

ამავე თემაზე