2019-12-14 16:28:59
ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ - "ლელო"

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ძალა - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაში.

"მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ძალა. "ლელო" სრულ მხარდაჭერას უცხადებს ექიმ გაფრინდაშვილს, რომელიც მოქმედებდა სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის თანახმად - ცდილობდა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა  უმწეო პაციენტისათვის, რაც უკლებლივ ყველა ექიმის ჰუმანიტარული მოვალეობაა.

საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილს არ მიეცა საშუალება შეესრულებინა პროფესიული მოვალეობა და ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით იგი დაატყვევეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაჟა გაფირნდაშვილი დღემდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა, ჩვენი სახელმწიფო კი ვერაფერს აკეთებს მის დასაცავად. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან თავი გაანებონ პრობლემის მიჩუმათებას, კეკლუცობას საოკუპაციო რეჟიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას და მისი ოჯახის შეურაცყოფას!!!

გადადგან ეფექტური ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრნველსაყოფად და უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანების გამოსახსნელად.

მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია-WHO-ს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია United Nations-ს, საერთაშორის წითელი ჯვარი Red Cross international-ს, სამედიცინო ექიმების საერთაშორისო ასოციაცია International Association of Medical doctors-ს და ექიმები საზღვრებს გარეშე Medecins Sans Frontieres-ს გადადგან ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად. ლელო, კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს." - ნათქვამია განცხადებაში.


 

ამავე თემაზე