2019-12-13 18:33:21
პროცესის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” - ირინა გაფრინდაშვილი 

პროცესის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” - წერს სოციალურ ქსელში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი, ირინა გაფრინდაშვილი.

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”
ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!

ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!"- წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ამავე თემაზე