2019-12-13 18:25:02
პარლამენტში სუნის გაშვებიდან სამ საათში მოსამართლეები დაამტკიცეს, მეორე დღეს "მინისტრის საათი" გადადეს

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა. აღნიშნულის გამო გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენა იყო დაგეგმილი.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში. 

12 დეკემბერს პარლამენტში პლენარული სხდომა სპეციფიური სუნის გავრცელების გამო შეწყდა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ,,სირცხვილიამ" აიღო. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება ევროპული საქართველოს დეპუტატებმა: ირმა ნადირაშილმა და ლელა ქებურიამ შეიტანეს.   

ამავე თემაზე