2019-12-13 18:17:06
მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა - გახარია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისი თქმით, მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება და ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა.

„ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო. არის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი გენერალური პროკურორის არჩევის , საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს,დაველოდოთ“,-განაცხადა გახარიამ.

ამავე თემაზე