2019-12-13 17:11:46
ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. ექიმის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს ოკუპირებული ახალგორის სასამართლო განიხილავს, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.    

ამავე თემაზე