2019-12-13 16:43:43
ეს, უბრალოდ, მაფიოზობის ღიად გამოვლინებაა ივანიშვილის მხრიდან - მელია

"ეს არის, უბრალოდ, მაფიოზობის ღიად გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან," - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ქართული ოცნების ახალ ინიციატივას, რომელიც დღეს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა. 

"ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი შერეული, არსებული უსამართლო სისტემით 2020 წელს მე რამდენიმე ფეოდალი მაჟორიტარის, მაგალითად, ენზელ მკოიანის წყალობით შევინარჩუნე ძალაუფლება, ხალხი აღშფოთდება, გამოვა ქუჩაში და მომთხოვს ვადამდელი პროპორციულის ჩანიშვნას და მე მომიწევს მისი ჩატარება და ეს იმდენად დიდი რისკია, რომ უნდა განეიტრალდეს ახლა, კონსტიტუციური უმრავლესობით, რომელიც მას არ აქვს," - აცხადებს მელია. 

შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგება, ის არსებული შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. 

მდინარაძე ამბობს, რომ ამ მხრივ მათ ე.წ "ამბოხებულ" და შემდეგ დაწინაურებულ მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რადგან თუკი ამას არ დათანხმდებოდნენ, მაჟორიტარები თავიანთ ინიციატივას წარადგენენ, რომელიც 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებას გულისხმობს.   

 

 

ამავე თემაზე