2019-12-13 16:28:45
ხვალ დაანონსებულ აქციაზე მმართველი პარტია მხარდამჭერების დემონსტრირებას არ ცდილობს - კალაძე

ხვალ დაანონსებულ აქციაზე მმართველი პარტია მხარდამჭერების დემონსტრირებას არ ცდილობს - ასე ეხმაურება, თბილის მერი კახა კალაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქეები შეკრებაზე იძულებით მიჰყავთ. მან ასევე არ დაადასტურა მუქარა საბავშვო ბაღების დირექტორებზე, რომ მათ გაათავისუფლებენ, თუ კონკრეტული რაოდენობის ადამიანებს შეკრებაზე მისვლაზე არ დაითანხმებენ.

"14 დეკემბერს, არავინ არავის არ ავალდებულებს, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც აკეთებს ახალგაზრდული მოძრაობა და ჩვენ ყველა ვუერთდებით ამ ღონისძიებას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, ყველას ვიწვევთ 14 დეკემბერს.“ - აცხადებს კახა კალაძე.

ამავე თემაზე