2019-12-13 16:22:41
ძალადობრივი ტაკიმასხარაობა თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" დადგეს - უგულავა

ძალადობრივი ტაკიმასხარაობა თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" დადგეს - "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეკვეთილია და ერთ მიზანს ემსახურება, არ დატოვოს ქვეყანა და საპროტესტო აქციაზე მისი დაკავება გამარტივდეს. თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გიგი უგულავა "ძალადობრივ ტაკიმასხარაობად" აფასებს.

"ძალადობრივი ტაკიმასხარაობა თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა და მისმა "ოპრიჩნიკებმა" დადგეს ერთადერთი მიზნით, ეს მიზანი იყო ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევა და გირაოზე დასმა, იმიტომ რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ნებისმიერი ქუჩის აქციისას ასე მამაძაღლურად წამომიკიდონ, გირაო დაამძიმონ და პატიმრობა მომისაჯონ," - განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე