2019-12-13 16:00:34
პოლიციის მიერ მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საუბარია 15 წლის მოზარდზე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა და ამჟამად მართვით სუნთქვაზე მდგომაროებაში იმყოფება.

ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო:

“სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა” - აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში. 

ამავე თემაზე