2019-12-13 15:42:47
2030 წლამდე ხელისუფლება ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 2030-ის შემდეგ, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ვნახოთ - მშვენიერაძე 

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2030 წლამდე ხელისუფლება ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 2030-ის შემდეგ, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ვნახოთ.

"ვფიქრობ, კონსტიტუციაში ცხადად და არაორაზროვნად უნდა ჩავწეროთ, რომ "2030 წლამდე ხელისუფლება ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 2030-ის შემდეგ, ღმერთმა კარგად ამყოფოს და ვნახოთ."

ბატონებო, პირდაპირ ეს რომ დააინიციროთ?" - წერს მშვენიერაძე.

ამავე თემაზე