2019-12-13 15:36:06
ვირეშმაკობას აქვს ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან - კობერიძე

ვირეშმაკობას აქვს ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან - ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე, უმრავლესობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც არ უნდა გაყალბებით ჩაატარონ 2020 წლის არჩევნები, მაინც მოუწევთ ხელისუფლების დათმობა და მსგავსი ტიპის ვირეშმაკული შემოთავაზებები შეუძლიათ შეინახონ თავისთვის. 

"პოლიტილურ ვირეშმაკობას აქვს ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან. ხვდებიან, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარება მოუწევთ გაყალბებით, ადმინისტრაციული რესურსით, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით და ის იქნება არალეგიტიმურად ცნობილი. ახლა ოპოზიციაზე უნდათ პასუხისმგებლობის გადმოტანა, რომ თუ სტაბილურობა გვინდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა. მინდა მათ ვუთხრა - მათზეა პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა გაყალბებით ჩაატარონ 2020 წლის არჩევნები, მაინც მოუწევთ ხელისუფლების დათმობა და მსგავსი ტიპის ვირეშმაკული შემოთავაზებები შეუძლიათ შეინახონ თავისთვის. ეს არის მცდელობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ახალი დღის წესრიგი შემოგთავაზონ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიფაროს, მაგალითად ის, რაც გუშინ აქ მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამავე თემაზე