2019-12-13 15:35:10
მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ - კოპალიანი გახარიას რუსულად გამოსვლაზე

ტრაგედიას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები, თუნდაც, უკრაინის პრეზიდენტი, ძალიან ხშირად ლაპარაკობს რუსულ ენაზე - ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი, კარლო კოპალიანი გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვას.

"გვინდა თუ არ გვინდა, დედამიწის მესამედი ლაპარაკობს ამ ენაზე, ეს არის საერთაშორისო ენა, გაეროს მიერ აღიარებული. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები, თუნდაც, უკრაინის პრეზიდენტი, ძალიან ხშირად ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ეს არ არის ის, რომ ენამ რამე დააშავა, ენა რა შუაშია?"-თქვა კოპალიანმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი  გახარიამ რუსულ ენაზე პრესკონფერენცია გუშინ, 12 დეკემბერს, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ გამართა.

ამავე თემაზე