2019-12-13 15:29:25
"ქართული ოცნება" თავისი ახალი ინიციატივით "გვტროლავს" - უგულავა 

"ქართული ოცნება" თავისი ახალი ინიციატივით "გვტროლავს" - "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავას თმით, მმართველი პარტიის ინიციატივა მხოლოდ ოცნებაა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მათ საკმარისი ხმები არ აქვთ.

"ჩვენ გვაკვირვებენ კვლავ ეს სიმაღლეები მოდელირებული პოლიტიკური ცხოვრების. მოდელირებული ამბოხი ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, ახლა მოდელირებული წინადადება მივიღეთ. ისევ ვიმეორებ, ეს ხალხი მგონი თავის თავთან საბავშვო ბაღში ერთობა. ამცდარია ხალხნო თქვენი მატარებელი და თქვენში მოძებნილი კონსენსუსი არაფერს ნიშნავს", -აცხადებს უგულავა.

იმისთვის, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, ქართული ოცნება კონსტიტუციაში ცვლილებებზე ფიქრობს. ამის შესახებ ქართული ოცნების ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ 13 დეკემბრის ბრიფინგზე ისაუბრა.

ამავე თემაზე