2019-12-13 15:19:54
მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს - ბოკერია მდინარაძეზე  

სასამართლოზეც იგივე გამოჩნდა, რომ უტიფრობენ და ფეხებზე გვკიდიხარო, ხალხს ეუბნებიან და ამიტომ ვამბობ და მჯერა, რომ დაამთავრებენ ძალიან ცუდად - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და რა უნდა ჩაატარონ? ვის ატყუებენ? საკუთრ თავს ატყუებენ? თუმცა ჰო, აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია. ჯერჯერობით იგივე კურსი აქვთ, სასამართლოზეც იგივე გამოჩნდა, რომ უტიფრობენ და ფეხებზე გვკიდიხარო, ხალხს ეუბნებიან და ამიტომ ვამბობ და მჯერა, რომ დაამთავრებენ ძალიან ცუდად, თუ იქამდე არ მოეგენ გონს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს  "ქართული ოცნების"  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა: “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება"

ამავე თემაზე