2019-12-13 14:54:02
თვეებია ახალგაზრდები ქუჩაში დგანან, ეს მმართველ გუნდს არ აწუხებს და აწუხებს უსიამოვნო სუნი - ლელა ქებურია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია, რომელსაც პარლამენტში უსიამოვნო სუნის დაყენებასთან აკავშირებენ, აცხადებს რომ მმართველი გუნდის ბრალდებაზე უკვე აღარ ეცინება. ქებურიას თქმით, ქვეყანაში ისეთი კლიმატია შექმნილი, რომ გამოხატვის ნებისმიერი ფორმა მისაღებია. 

,,"ქართული ოცნების" უაპელაციაო ბრალდებაზე უკვე აღარ მეცინება. შემთხვევით ეს ის ხელისფლება ხომ არ არაა, რომ გუშინ უგულავას ძიუდოისტის ცემა დააბრალა. აქ არაა მნიშვნელოვანი ტექნიკურად ვინ შეასრულა ეს, არამედ მნიშვნელოვანია რა მოცემულობის წინაშე დგას საზოგადოება. ეს წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, როცა პროპროციული  არჩევენი უკან წაიღო. ამიტომ ქვეყანაში შეიქმნა ისეთი კლიმატი, რომ გამოხატვის ნებისმიერი ფორმა მისაღები გახდა. თვეებია ახალგაზრდები ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ მოვლენებს, არ აწუხებთ რომ ზონდერი პოლიციელები მათ წიხლებით უპირისიპირდება და ეს მმართველ გუნდს არ აწუხებს. აწუხებს უსიამოვნო სუნი, რაც უკვე ძალიან ორგანული გახდა. სამარცხვინო იყო ის ცირკი და პანიკა, რითაც შერაცხეს ეს პერფორმანსი. სასაცილოა უბრალოდ, მაგრამ სასაცილო არაა ის, რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, მათ შორის სასამართლოს თვალსაზრისით", - აღნიშნას ქებურია.  

 

 

ამავე თემაზე