2019-12-13 15:05:14
ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური - ვაშაძე მდინარაძეზე

ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში - ასე ეხმიანება “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

“ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უკიდურესად დასუსტებულია. მათ იციან, რომ წაგებული აქვთ ნებისმიერი ტიპის არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარდეს ამის შემდეგ და აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ.ეს იყო რაღაცის შესახებ ბჟუტური, რომელიც საქართველოში ვერასდროს იქნება. ეს არანაირ საერთაშორისო კონსტიტუციურ სტანდარტში არ ჯდება და ამ ბჟუტურს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ “ქართული ოცნება” მოუსავლეთში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ  "ქართული ოცნების"  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა.

“2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება" - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე